"მე ვარ შარლი", მე არ მეშინია" -საფრანგეთში ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. დედაქალაქში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. გამომცემლობებს და ტელეკომპანიებს პოლიცია და ჯარი იცავს. ქვეყანა შოკშია , პარიზზს მსოფლიო თანაუგრძნობს . გარდაცვლილებს ასობით ქალაქში მიაგეს პატივი, მათ შორის თბილისში. ელისეის სასახლემ ტერორიზმთან საბრძოლველად კონკრეტული გეგმა შეიმუშავა. საგანგებო რეჟიმში მუშაობს დიპკორპუსი და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საფრანგეთში იმყოფებიან, სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ქეთევან ქარდავა წლის პირველი მაშტაბური ტრაგედიის შესახებ.