ზარი გაისმა მთიულებს
დანაბარები ბერისა,
გაუტეხელნო მთიულნო,
შვილნო ვითარცა მეხისა.
გადამიბუგეს ქალაქი,
ხელს ვეღარა ვყრი ღონესა
ურჯულო თარეშს იწყებენ
გულები შააღონესა.
უბატონო და უყმანო
ვაჟკაცო მთიულთ შვილებო,
მოძმეთა სისხლი გეძახით:
სისხლი აიღეთ გმირებო!
სულ მუდამ გვერდით მედექით
და მქონდა მუდამ იმედი
შველას გთხოვთ მოხუცი მეფე
სიკვდილის პირას მივედი...
რა მაისმინეს მთიულთა
ერეკლეს დანაბარები
ჩაიცვეს ჯაჭვის პერანგი
აკრიფეს შუბი, ფარები.
პატარა კახი გვიბარებს
მთიულთ შვილებო გამოდით
ამოგვიხოცეს მოძმენი
კრწანისის ველზე ჩამოდით.
ლომისის კართან შაგროვდნენ
შასთხოვენ ხატებს შველასა
დაგვლოცე დიდო ლომისავ
და შაგვეწიე ყველასა.
ფიცს დებენ ხატის წინაშე
არავინ გადგეს შორადა,
თუ გავტეხთ ამ ფიცს ვაჟკაცნო
დედამც შავირთოდ ცოლადა!
ვიბრძოლოთ როგორც გვჩვევია
და გამარჯვება მტერზედა.
თუკი გვიმტყუნებს იღბალი,
სიკვდილი ბრძოლის ველზედა!
სამასი გმირი ვაჟკაცი
არაგვის ჭალებს დაუყვა,
მიდიან ძმათა საშველად
კრწანისის გზებზე გაუყვა.
და ეს რა ნახეს სპარსელნი
კოღო ბუძივით ვიდოდა
წითლდება კრწანისის ველი
სისხლი შქებეფად სდიოდა.
ეკვეთნენ არაგველები
ხმლები იშიშვლეს ლომებმა,
ჯერ ვერ დაღალა მკლავები
ამდენმა ბრძოლა ომებმა,
ერთ კაცსა ათი ებრძოდა
ემატებოდა ათია
იბრძვიან მთიულთ შვილები
მაჯებში ცეცხლი ანთია.
მეფეთა უთხრეს ქართველებს
ირგვლივ გარს ერტყათ მტერია
მტერს აჩერებენ მთიულნი
რაღა ვქნათ ძაან ბევრია.
ომიდან გაჰყავთ ერეკლე
მხლებელნი გზას უკაფავენ
მისდევენ არაგველები
და მტერს ფეხდაფეხ კაფავენ.
გამიშვით მესმა თავიდან
ბრძოლისკენ უწევს გულია
მთების შვილებთან სიკვდილი
ჩემთვის ხომ სიხარულია,
სად მიგყავთ მოხუცი მეფე
ნუთუ დავკარგეთ ღონია
მთიულნი ჩამამივიდნენ
ახლა იწყება ომია,
მათ გვერდით თუ არ ვიბრძოლებ
ეგრე ვის გაუგონია...''
(მაგრამ დრო მოვა ქართველნო
სისხლი კვლავ იჩქეფს ძარღვებში
დაიზრდებიან ლომები
კავკასინის მკლავებში!)