გიორგი XI (დ. 1651 — გ. 21 აპრილი, 1709) — ქართლის მეფე 1676–1688 და 1703–1709 წლებში. ვახტანგ V-ის ძე.
მისი მეფობის ხანა ხასიათდებოდა ირანთან ურთიერთობის გამწვავებით. გიორგი XI ცდილობდა მეფის ხელისუფლების განმტკიცებას და ირანელთა ბატონობის მოსპობას ქართლში. დახმარების მისაღებად დიპლომატიური მოლაპარაკება გამართა ოსმალეთთან. 1687 წლის 29 აპრილით დათარიღებულ წერილში თავისი და თავისი შვილის ბაგრატის სახელით ერთგულებას უცხადებს რომის პაპს ინოკენტ XI-ს, აცხადებს თავს კათოლიკედ და პაპს სთხოვს, რომ ბრძანება გასცეს საქართველოს მხედრობისთვის. პაპის საპასუხო წერილებიდან სჩანს, რომ იგი მას კათოლიკე მეფეთა სიაში მოიხსენებს.
რუსულენოვანი YouTube არხი -
https://www.youtube.com/channel/UC6Lw2LHQaeLOdg15bDTIPtA
არხის TikTok -
https://www.tiktok.com/@important_historical?lang=ru-RU
#საქართველო#ისტორია#ავღანეთი#გიორგი#ქართველები#აფხაზეთი#საქართველოსისტორია#სამაჩაბლო