https://www.facebook.com/Mamala28071993
ბევრი დავლიე უშენობით მთვრალი ვარ ახლა
ფიქრმა დამტანჯა ძილი დამიფრთხო დარდმა
გულში ვმალავდი მონატრებას იდუმალს ალბათ
შენ კი მომპარე გაიტაცე წაიღე გაღმა
შენთან შეხვედრას ვნატრულობდი ყოველ სიზმარში
და იმედს მგვრიდა შენი სახის გამოცხადება
ვიყავ აჩრდილი და უკვალოდ ჩუმად მოგდევდი
მაგრამ რატომღაც დამატყვევეს შენმა თვალებმა
ეს მე შევშინდი შენთან მოსვლა ვეღარ გავბედე
მაგრამ რაც გითხარ მაშინ გითხარ მხოლოდ ლექსებით
რომ შემიყვარდი იმ დღის მერე ისევ მიყვარხარ
მაგრამ ამ გრძნობით მე არასდროს აღარ შეგხვდები
ნუგო მილორავა, თორნიკე თანიაშვილი, საბა ხიზანიშვილი, საბა ღლონტი, ნიკა გამეზარდაშვილი