"ჩამომისხით ძმებო ღვინო🍷
ლექსის ავტორი
გ უ რ ა მ ი გ ო რ გ ი შ ე ლ ი
G u r a m i G o r g i s h e l i
ცხოვრების გზა ასე რთული,
რატომ არის გასავლელი,
წარსულისკენ ვიხედები,
და ზურგს მაქცევს მომავალი,
დღეს სამყარო სხვა ფერია,
ხშირად მიწევს მასზე ფიქრი,
გეგმებს ვაწყობ ხვალის დღეზე,
თუ ვიცოცხლებ საღამომდე,
ნათელ ფიქრებს ღვინოს ვანდობ,
სულში წამლად იღვენთება,
მასში არის სიყვარული,
რომელიც არ იტანჯება,
თქვენი ძმობის ნაწილი ვარ,
ქვეყნად მეტი სხვა რა მინდა,
დღეს თქვენთან ვარ ღვინოს დავლევ,
ხვალ ვიქცევი მიწის ფერფლად,
სევდამ გული გადაღალა,
დარჩა მხოლოდ მოგონება,
ბევრი კარგი მეგობარი,
რა უდროოდ მიდის ჩვენგან,
ჩამომისხით ძმებო ღვინო,
თორემ დარდი მომეძალა,
ვადღეგრძელებ ყველა იმას,
ვინც ცხოვრებამ გააწვალა,
ვისაც ვარდის სიყვარულში,
ეკლების გზა გაუვლია,
ცხოვრებაში ბევრი ნატვრა,
იმ ქვეყნად რომ წაუღია,
პურზე ღვინო დამიწვეთეთ,
თვალზე ცრემლი მომერია,
თან წაიღეს სიხარული,
რაც რომ აღარ მაბადია,
ღვინომ დარდი გამიქარვა,
სადღეგრძელო არ მთავრდება,
ისეთ დილას გაუმარჯოს,
რომელიც კვლავ გათენდება.Gurami Gorgisheli.