ისევ მოიღუშა ზეცა,
სული ნოტებივით უკრავს,
მინდა ღვინოსავით შემსვათ,
მინდა ჩემგან მთვრალი გერქვათ...
ისევ ხეტიალობს ფიქრი, ალბათ მოსახდენი მოხდა, ვეღარ შემაშინებს თოვლი,
უწინ უარესად თოვდა,
უკვე სიმარტოვეც მკარგავს,ვრჩები ცარიელი ლეში,
მოდით მოიძიეთ სული,
ვეღარ დაინახავთ ჩემში..
ცეცხლში მოგონება იწვის, წყალიც ვერ უშველის დადეთ,
მინდა ძალიან შორს იდგეთ,
შემდეგ ასე შორი დარჩეთ...
სიტყვებს მონეტივით ისვრით, თითქოს ყალბია და იცით, ბოდიშს სანუგეშოდ იხდით,
ქედს კი არასოდეს იხრით,
ცრემლებს დაეკარგათ ძალა, ფიქრებს გაუვიდათ ვადა,
ისევ ძვირფასი ხარ მაგრამ,
უკვე გაზაფხული დადგა.