გარდაიცვალა 24 წლის ახალგაზრდა პოეტი ირაკლი ჭინჭარაული 'შოთო სიხარულიძე ქართველი ემიგრანტები" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანაუგრძნობს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი ლამაზი სული. 24 წლის პოეტი ირაკლი ჭინჭარაული 2015 წლის 9 ნოემბერს მძიმე ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მან მიიღო ქალა-ტვინის ურთულესი დაზიანება. ის იმყოფებოდა კოპატოზურ მდგომარეობაში, რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში. ირაკლი მარტოხელა დედის ერთადერთი შილი იყო, შოთო სიხარულიძემ ქართველ ემიგრანტებს რამდენჯერმე მიმართა თხოვნით და ირაკლის ფოტო და ანგარიშის ნომრებიც გამოაქვეყნა ქართველი ემიგრანტების ყველა გვერდზე მის დასახმარებლად, საავადმყოფოში გატარებული თითოეული ღამე საკმაოდ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, საუბარია დაახლოებით 1500 ლარზე ერთ ღამეში. ირაკლი დაზღვეული იყო კერძო სადაზღვევო კომპანიაში და არ სარგებლობდა საყოველთაო დაზღვევით. აღნიშნული სადაზღვევო პაკეტი კი ანაზღაურებს ხარჯებს მხოლოდ 10 000 (ათი ათასი) ლარის ფარგლებში ფარავდა ეს თანხა კი ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, თითქმის მთლიანად დაიხარჯა. პოეტი ირაკლი ჭინჭარაული, თბილისში, 1991 წლის 28 აპრილს დაიბადა, 5 წლის იყო, როცა ოჯახი შატილში დასახლდა. სკოლაც იქ დაამთავრა და შემდეგ თბილისში ილიას უნივერსიტეტში მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩააბარა. უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ტურისტული კომპანია ,,Shatilitour" დაარსა. ცდილობდა ხევსურ მეგობრებთან ერთად ხალხისთვის საკუთარი კუთხე გაეცნო და შეეყვარებინა. ის თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ასევე ლექსებს წერს, ალბად ამან განაპირობა მისი პოეტობაც. ორი წლის წინ, მეგობარმა მისი წიგნი დაბეჭდა და შატილისკენ მიმავალ გზაზე, ,,დათვისჯვრის" უღელტეხილზე სიურპრიზად დაახვედრა.
შეგახსენებთ, რომ 9 ნოემბერს, დილით, სამსახურში მიმავალი ირაკლი ავარიაში მოყვა და მას შემდეგ გონებაზე არ იყო მოსული. 26 აპრილს 19:00 საათზე
"ბიბლუსი გალერეაში" ირაკლი ჭინჭარაულის ლექსების კრებულის "ფიქრი ნაომარი" პრეზენტაცია გაიმართა,
დღეს კი მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა დასრულდა.... შენს დაბადების დღეს, უფალმა სამოთხის კარი გაგიღო და შენც შენი ფიქრებითა და აუსრულებელი ოცნებებით დაადექი სასუფევლის გზას. ყველაფერი გიხაროდა, მაგრამ განგებამ არ გაცადა 24 წლისას მოგისპო სიცოცხლე. ულმობელმა ცხოვრებამ დაგასნეულა და თვალებში სიცოცხლის ნიშანწყალიც გაგიქრო, წახვედი და თან გაიყოლე შენი ახალგაზრდული ფიქრები, ოცნებები, აუხდენელი სურვილები. იქ, ზეციურ სამყაროში, შენს სულს ნათელი დაადგეს. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს ჩვენგან დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა. გვწამს, შენი თანადგომა, რომელიც ამქვენად მოგვაკლდა, უხილავად გაგრძელდება. შენ ჩვენს გულებში სამუდამო ტკივილად დარჩები, მოგონებად გადაქცეული. ყველას ემახსოვრები ისეთი, როგორიც იყავი უწინ _ ლაღი, სიცოცხლის მოყვარული, თბილი გულკეთილი, შეუდარებელი და საამაყო დედისთვის.... იმედი გვქონდა, რომ იცოცხლებდი.. სასუფეველი ნუ მოგაკლდება და ჩვენგან დანთებული სანთლებით ნათელი ადგეს შენს უმანკო სულს, ირაკლის ხსოვნა მარად დარჩება იმ ადამიანების მეხსიერებაში, ვისაც მასთან უმუშავია, ან მის მიერ წაკითხული ლექსები მოუსმენია. გვიჭირდა, როცა ავადმყოფს გიყურებდით, ახლა კი უშენოდ ვაგრძელებთ ცხოვრებას. გული უსაზღვროდ გვტკივა, გვიყვარხარ და გვენატრები.
ყოველთვის გვემახსოვრება შენი სათნო, ლამაზი ღიმილი და გულის სითბო.
მსუბუქი იყოს შენს გულზე დაყრილი მიწა.