11 წლის თეკლა ჯაოშვილი თანატოლებისგან გამორჩეული ბავშვია. ამბობს, რომ ესმის ხეების ენა, აქვს უნარი დაინახოს მომავალი და წარსული. ამ ყველაფერს კი წინ, 5 წლიანი რეანიმაცია და ნარკოზში გატარებული 700 საათი უძღვოდა. ჯერ კიდევ დედის მუცლად ყოფნის დროს, ექიმებმა თეკლეს ხერხემლის მიდამოში ზრდადი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. თეკლას გადარჩენის თითქმის არანაირი შანსი არ ჰქონდა. თუმცა ამ ისტორიას თავისი კეთილი ჯადოქარი ჰყავს, რომელმაც თეკლას სიცოცხლე ხელმეორედ აჩუქა. საჩუქარი მილიონ ევროდ შეფასდა.