"მას შემდეგ, რაც დამაკავეს სახურავზე, სპეცრაზმს ვუთხარი შხაპი უნდა მივიღოთქო და დიდხანს ვიღებდი შხაპს. დამიწყეს კაკუნი, რადგან ამასობაში ხალხი იკრიბება..."- მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-თან თავისი დ სპეცრაზმის შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.
"კაკუნი რომ დამიწყეს, ნელა ჩავიცვი, ამასობაში შემოაღეს კარები და შემოცვივდნენ. ამ დროს 2 სპეცრაზმელს ვკარი ხელი და ორივე აქ (საშხაპეში) იყო ჩატენილი. ერთადერთი ვუყვირე, რომ თქვენ მუხლებზე ვერ დამაყენებთ-მეთქი.ხელბორკილები მაინც დამადეს, მაგრამ მუხლებზე ვერ დამაყენებთ-მეთქი", - განაცხადა სააკაშვილმა.