მე გაზაფხულზე ყოველთვის ვწერდი...
სულ მიხაროდა წვიმებიც თბილი...
მაგრამ შენ მყავდი დედიკო, გვერდით...
ახლა კი შენთან საფლავზე ვივლი...
მოგიტან იებს, ვარდებს და ამბებს,
და ყურადღებით მომისმენ , დედი...
მე ისევ გეტყვი, მიყვარხარ, ცამდე...
წლების წინ, რასაც ათასჯერ გწერდი...
დაგაყრის მხრებზე ყვავილებს ქარი,
საკმევლის სურნელს მოვყავარ შენთან
შენ გახდი ჩემი ლურჯი სიზმარი,
რასაც ბავშვობა ქვიშაზე წერდა...
მე გაზაფხულზე პირველად მცივა,
და თვალს ვარიდებ, განდეგილ იებს,
მღვიმეში მარტო ვესწრები წირვას,
შენსავით ცოდვებს ვინ მაპატიებს...