ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა: ბექა გაბუნია
სტუდია: ჯგუფი "ძმები", 2015 წელი, აგვისტო
© საავტორო უფლებები დაცულია.
გთხოვთ ნუ გადმოწერთ კლიპს და ნუ გადაამრავლებთ! სიმღერაზე ჩართულია მონეტიზაცია - აუდიოს დაკოპირების შემთხვევაში - დაგებლოკებათ არხი.
კარს როცა შევაღებ და შენი სული არ დამხვდება,
არც შენი თვალები, არც შენი ხელებზე ფერება,
და გამახსენდება იმ ბოლო თოვლის გოდება,
ჯერ არარსებული მიწის და ბალახის კვეთება.
და გამახსენდება იმ შენი სიჩუმის ტირილი,
ართქმული სიტყვების ყოფნა-არყოფნის ტკივილი,
სიმართლის, სინათლის, ტკბილი სიცოცხლის ბუნება,
მძაფრი მონატრების ძარღვებში ლაღი დინება…
მე და შენ – ერთი სული-გული მზე!
მე და შენ – ერთი გრძნობა-ფიქრი ზედ!
მე და შენ – ერთი მარტო-ტალღის ზღვა!
მე და შენ – მარადისობის გზა!
როცა შენ მიღიმი და შენი კურთხევა დამყვება,
ელვა დამივლის, ნაცნობი რითმები ამყვება,
და თითქოს ახალი გმირობის ძალა მეძლევა,
როდესაც შენ მკოცნი – დარდი და სევდა მეცლება!
როცა შენ მოდიხარ და ფერებს ფერები ეკმევა –
შენი სახელი ულევ სიხარულს ერქმევა,
და ჩემს აღტაცებას მზეცა და მთვარეც ედრება,
შენ რომ მეპოვნე – მე ერთი მქონდა ვედრება!
მე და შენ – ერთი სული-გული მზე!
მე და შენ – ერთი გრძნობა-ფიქრი ზედ!
მე და შენ – ერთი მარტო-ტალღის ზღვა!
მე და შენ – მარადისობის გზა!