მოგესალმებით, დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ მდივანოვების მრავაშვილიანი, უაღრესად გაჭირვებული ოჯახი. მათ არ გააჩნიათ საკუთარი საცხოვრებელი სახლი და არცერთი ოჯახის წევრი არ არის დასაქმებული. 8 სულიანი ოჯახი ცოცხლობს უშვალოთ სოციალური დახმარების ხარჯზე, რომელიც ისეთი მცირეა , რომ არც კი ყოფნით გამოკვებისათვის.
ამ ყველაფერთან ერთად, მდივანოვების ოჯახს დაემატა კიდევ ერთი ბევრად მწვავე პრობლემა. დაახლოებით ერთი თვის წინ, თითქმის მთელი ოჯახით, ისინი მოყვნენ ავტო-კატასტროფაში, რომელშიც მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მდივანოვების ოჯახის წევრებმა მიიღეს სხვადასხვა სირთულის დაზიანებები. განსაკუთრებულად კი მძიმედ დაშავდა პატარა ლიზი, რომელმაც მიიღო ორივე კიდურების მძიმე მოტეხილობები. ამ გაჭირვების ფონზე ლიზის მკურნალობა და წამლებით უზრუნველყოფა ოჯახისათვის არის თითქმის წარმოუდგენელი.
მოგმართავთ ყველას , ვინც ეს ამბავი გულთან მიიტანეთ: დავეხმაროთ ამ ოჯახს რითიც შეგვეძლება , ეს იქნება პროდუქტი, მედიკამენტები, თუ ფულადი დახმარება, რადგან ყოველივე ზემოთ აღნიშნული , მათთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
დახმარების მსურველებს გთხოვთ ჩარიცხოთ მათთვის თანხა GE82TB7701736080100005 ან დარეკოთ 0901901927 მაგთიდან, ბანიდან და ბალიდან (ზარის ღირებულება 1 ლარი )