ოთარ ბელქანია с Roza Gulua.
ერთმა ისტორიამ გადამაწყვეტინა მოულოდნელად დაბრუნება,
რომელიც ფეისის მეგობარმა ქალბატონმა მომითხრო:
ახალგაზრდა კაცი სამხედრო სამსახურიდან დაბრუნდა,
მას შეუყვარდა მერვეკლასელი გოგო, მაგრამ როგორც ჩვენთან ხდება ჩაერივნენ მშობლები და მათი დაოჯახება არ შედგა.
გოგო გათხოვდა, არა საკუთარი ნებით, ბიჭი ორჯერ დაქორწინდა, მაგრამ მისი ცხოვრება აირია...
მერე იყო ომი აფხაზეთში, დევნილობა...მათ ერთმანეთთან კონტაქტი დაკარგეს
გავიდა 32 წელი, კაცი ეძებდა თავის შეყვარებულს. ქალი ავად გახდა სერიოზული სენით და ქვეყნის გარეთ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც მოულოდნელად ის შეყვარებული მამაკაცი ეახლა, რომელიც დღეს ლოცულობს მის გადარჩენაზე.
ორივე ოჯახის ყველა წევრმა იცის, მათი სიყვარულის ისტორია და ისინი მეგობრები გახდნენ....
ძალიან შემძრა ამ ისტორიამ, ქალბატონს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ და ყველას ერთად დიდ ბედნიერებას...
მოკლედ მოვყევი, არ ვიცი გაიგებთ თუ არა.რა მოხდა,ამიტომ ლექსსაც დავამატებ.
ღრმა სიყვარულის გამჭოლი სხივით,
რომ ჯარისკაცის გული დასერო,
რა ძალა გქონდა ანკი რა ეშხი,
შენ ბაფთიანო მერვეკლასელო.
ოცდათორმეტი წელი გასულა,
გული ბორგავდა ტანჯვის წამებით,
მისთვის უშენოდ მზე არ ჩასულა,
მაინც მოგადგა განაწამები.
თაკარა მზეზე, თოვლში, წვიმაში,
მან შეინახა ტრფობის სურნელი,
მჯერა უწამლებს შენს სნეულებას,
თუნდაც რომ იყოს განუკურნელი.
ძნელია როცა სატრფოს დაეძებ,
სევდიან გზაზე აქ სიარული,
ღმერთმა ინებოს თქვენი ერთობა,
დამილოცნია ეგ სიყვარული.
შენ კი მკითხველო თუკი მოგწყინდა,
ქარს გაატანე ჩემი ნაწერი,
მაგრამ სიყვარულს ნუ გაატარებ,
რომ აღარ დარჩე მისგან ნაწყენი.
ო. ბ.
ps-არ დამიძალებია საკუთარი თავისთვის,, რომ მოვისმინე
ეს ისტორია, ზემოთ ნათხრობი თავისთავად დაიწერა...