ესპანეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები გუნდურ შეჯიბრში ევროპის ჩემპიონი გახდა. ჯგუფში მათ რუმინეთი და ავსტრია დამაჯერებლად დაამარცხეს, ნახევარფინალში რუსებს დააყრევინეს ფარ-ხმალი, ფინალში კი ბოლო ორთაბრძოლის მოგებით აზერბაიჯანს 3:2 სძლიეს.
ოქროს მედლის მოპოვების შემდეგ ნაკრების წევრმა თორნიკე ნაგლიაშვილმა ცეკვა შესარულა.