წვიმა მადლია ცრემლებს დავმალავ.
ლექსის ავტორი
გურამ გორგიშელი
Guram Gorgisheli.
წვიმის წვეთები მიწას ასველებს,
ცრემლად იღვრება მთელი სამყარო,
უშენოდ თითქოს გაქრა მზის სხივი,
შენზე ფიქრები მაინც გამათბობს,
წვიმა მადლია ცრემლებს დავმალავ,
ტკივილს მომირჩენს დარდს და იარას,
ზოგჯერ ცხოვრების უსამართლობით,
გულში რამდენმა სევდამ იარა,
მე შემშლის ფიქრი შენი სიშორის,
თვალებზე ცრემლად მოგევლინები,
ბაგეზე ჩუმად დავიდებ ბინას,
შენს წილს სიყვარულს დავემონები,
რადგან ეს გრძნობა მე ძალას მმატებს,
მინდა რომ მხოლოდ შენთვის ვიწვოდე,
შენზე ლოცვაში ჩაქრა სანთელი,
სიცოცხლეს შენთვის არ დავიშურებ,
წვიმას რა უნდა შენს ცხოვრებაში,
უჩემოდ დგეხარ სევდით მოსილი,
მე კი ცრემლები მინამავს სახეს,
სტუმრად გზავნილი ჩემთან მოსული,
იქნებ ცრემლებმა მოგგვაროს შვება,
წაიღე გული იქნებ გაგათბოს,
არ დამიშალო ის ოცნებები,
რომ შენს სიყვარულს სანთლად დავუნთო,
ცხოვრება არის ქარი და წვიმა,
ჭექა-ქუხილი ცაში ცხოვრების,
სანამ არსებობს ქვეყნად სიცოცხლე,
ვგრძნობ რომ არასდროს დამავიწყდები.Guram Gorgisheli