ეს მამელუქთა სამშობლო არი
ეს წინაპართა სამლოცველოა,
მტერო სად მიხვალ,მტერო შეჩერდი!
შენს წინ პატარა საქართველოა.
ბინძური ტერფით ნუ შეეხებით
ეს ხომ ღვთისმშობლის მთა და მდელოა,
ვით აღმართული რისხვად ენქერი
წინ ჯვაროსანთა საქართველოა.
ვისაც ქნევისგან ხმალი გაუტყდა
ეს მათი ყველას სადღეგრძელოა,
მტერო სიმრავლე ვერას გიშველის
შენს წინ მრისხანე საქართველოა.
ჯოჯოხეთური ცეცხლით ნაჭედი
ხმალი,რომელსაც სისხლის გემო აქვს,
შენს წინ ელვარებს,მტერო შეჩერდი!
ეს ბეჭჯვრიანთა სამლოცველოა!