სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, უკვე 4 წელია საქართველოს ერთ ტაძარში წირვა ქრისტეს ენაზე აღევლინება.
ქანდაში, სადაც, ძირითადად, ასურელები ცხოვრობენ, 13 ასურელი მამის სახელობის მონასტერი მსოფლიოში მეორეა, სადაც ღვთისმსახურებას არამეულად აღავლენენ. სწორედ არამეულზე ქადაგებდა ქრისტიანობას მაცხოვარი.
უნიკალური წირვის მოსასმენად ქანდაში ქრისტიანები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. მსახურებას დაესწრო „მოამბის“ კორესპონდენტი ნათია ქენქაძეც.