საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 35 წლამდე მოქალაქეებს 4 წლიან საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს და სტაბილურ ანაზღაურებას სთავაზობს.
კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე მეორე და ყოველი მომდევნო კონტრაქტის დასრულების შემდეგ 7 000 ლარს მიიღებს.
ამასთან, მათ პროფესიული ზრდისა და უცხო ენის შესწავლის საშუალება ექნებათ.
სამედიცინო კომისიის გავლის შემდეგ მსურველები პირდაპირ ჩაირიცხებიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე.
საბუთები მიიღება ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. დაინტერესებული პირები რეგისტრაციას გაივლიან თბილისში, გორში, ქუთაისში, სენაკში, ბათუმში ახალციხესა და თელავში.
რეგისტრაცია ასევე შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე -
onlinebct.mod.gov.ge