არ მწამს!
ილია ლაზიშვილი
#2017
Ar mwams - ilia lazishvili
#42პოპულარულებში
არ მწამს!
ქუჩაში გასულს, უნებლიეთ კითხვა დამჩემდა
თუ რას ნიშნავდა დღევანდელი ხალხის ღირსება.
დედის გინებით, სიმართლე აქვთ დატკიცებული
და ვერ ხვდებიან მათ სული როგორ მიწდება.
არ მესმის როგორ უნდა გქონდეს ამგვარი ფიქრი,
არ მესმის როგორ უნდა გქონდეს ამგვარი ენა.
როგორ უნდა ითქვა ჩემო კარგო დედაზე ცუდი
და ამის შემდეგ როგორ უნდა მიაპყრო მზერა.
მე რა, თქვენს თავებს იმცირებთ ამით
თითქოს და სიმართლეს ამტკიცებთ არა?
სასაცილოა ის სიმართლე და სატირალი
ნუთუ არ ფიქრობთ, ნუთუ არ გწამთ? არა და არა!!!
როგორ იმეტებთ, თქვენს თავს და შემდეგ
როგორ სუსტდება თქვენი გონება.
დედის თვალებში არ ჩაგიხედავთ?
არ გახსენდებათ ის მოგონებაა
როგორ გარწევდათ აკვანში ღამით
რომ არ ეძინა შენი გულისთვის.
რამდენი ტანჯვა გამოიარა
და რომ ლოცულობს შენი სულისთვის...
როგორ არ იცით რომ მის თვალებში
ათასი სეტყვა, წვიმა ქარია.
კაცზე ძლიერი ამ სამყაროში
თავს ვუტყდები და ვიტყვი ქალია.
არ გახსენდებათ? ხოო, ჯანდაბა მაგ გინებისას
როგორ უყვარხართ? ახლოს ყავდით და რომ გნატრობდათ,
არ გახსენდებათ ბავშვობაში საბანს იხდიდით
და მის მკლავებში იავნანით როგორ გათბობდათ.
არ გახსენდებათ? როგორ უნდა რომ ჩაგეხუტოს
მაგრამ დიდი ხარ, არ კადრულობ, ფიქრობ ,,გრეხია.“
არ გახსენდება? ყოველ ღამით როგორ გელოდათ
მას შიში იპყრობს გირეკავს და შენ კი გრცხვენია?!
არ გახსენდება? რა თქმა უნდა, არ გახსენდება
რადგან არ გიყვარს სათანადოდ, რადგანაც არ გწამს.
არ ჩაგიხედავთ მის მის თვალებში არასდროს გულით
მიდით გაბედეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ ამ წამს
მომკალით, არ მწამს იმ შვილების რომლებიც მაინც
დედის გინებით დამტკიცებულ სიმარლით კაცობს.
როგორ ამაყად გაიძახით ყველა გინებას
როგორ არ გესმით, სუფთა სიტყვას არასდროს არ სჯობს
რადგანაც ვიცი ვაჟკაცები არასდროს ამბობს,
მე ასე მწამს და ასე მჯერა, თქვენი არ ვიცი.
და რომ იცოდეთ როგორ მტკივა თქვენი სიტყვები
ახლა ვზივარ და თქვენს მაგივრად თვითონ განვიცდი.
დავიცდი, მანამ სანამ შეწყვეტთ თავის გინებას.
მანამდე სანამ არ იქნებით თქვენს თავნთან ახლოს
მაინც როგორ მსურს, მაგ სიტყვების წამოროშვისთვის
ამ პლანეტიდან სამუდამოდ გადაგასახლოთ
ილია ლაზიშვილი