გოგნის კარუგდებელი ....
გოგნის კარუგდებლის მთავარი სიწმინდე,მე-10 საუკუნის მაცხოვრის სასწაულმოქმედი ხატი ,რომელიც 1934 წელს კომუნისტური რეჟიმის დროს დარბეული ტაძრიდან გაუჩინარდა,რომლის ძალასაც უამრავი საწაული და მადლი უკავშირდება,რომლის სახელის სადიდებლად ყოველ გიორგობას გოგნს 10 ათასობით მრევლი სტუმრობს,80 წლის შემდეგ, წლების მანძილზე მთელი საქართველოს მასშტაბით უიმედო ძიების შემდეგ ქუთაისის ეროვნული მუზეუმის საცავში იქნა მიკვლეული...... 17 დეკემბერს მაცხოვრის ხატი თავის პირველსამყოფელს,გოგნის სალოცავს სტუმრობდა.... გოგნის კარუგდებლის მრავალრიცხოვანი მრევლის სახელით ვიმედოვნებთ,რომ ხატი საბოლოოდ დაუბრუნდება თავის ჭეშმარიტ ადგილსამყოფელს, წმინდა მთას..... გილოცავთ ყველას...