მოგესალმებით, დღეს ორგანიზაცია „დმანისელები“ ვეწვიეთ სოფელ ველისპირში მცხოვრებ, უნარშეზღუდულ და უაღრესად გაჭირვებულ კუკური ფურცელეძის ოჯახს. ბატონი კუკური ცხოვრობს გაუსაძლის პირობებში, სახლი რომელშიც იგი ცხოვრობს არის მიწისძვრისგან დაზიანებული. სახლის სახურავი, კედლები და იატაკი არის თითქმის განადგურებული. 6 წლის წინ, ბატონ კუკურიმ გადაიტანა ინსულტის მძიმე ფორმა, დასუსტებული ჯამრთელობის ფონზე მას დაემატა ორივე ხელზე თითების განგრენა და შემდგომ მოხდა თითების ამპუტაცია. მას არ შეუძლია გადაადგილება და წევს მხოლოდ ერთ მდგომარეობაში. ბატონი კუკურის მოსავლელად მასთან ჩამოვიდა თავისი და ოჯახთან ერთად, რომელიც არის ასევე უაღრესად გაჭირვებული. ქალბატონ მაყვალას ამ პირობებში უწევს, როგორც თავისი ძმის ასევე ფსიკიკურად დაავადებული გერი შვილის მოვლა.
მოგმართავდ ყველას, ვინც ამ ოჯახის ამბავი გულთან მიიტანა, შეუმსუბუქოთ ამ ადამიანებს ცხოვრება და დავეხმაროთ მათ რითიც შეგვიძლია!