Gogo gogoni - Soso Mikeladze – გოგო გოგონი - სოსო მიქელაძე
https://youtu.be/iLfAqMV_6qM
© საავტორო უფლებები დაცულია
„გოგო გოგონი“
I ნაწილი
ერთხელ შემომხედე, სანამდე მეტყოდე,
რომ მშორდები და ჩემთვის მორჩა შენი ყველა მოფერება.
ყოველ შენს მზერაში, ყოველ შენს უარში,
თანხმობისმაგვარი არის გულის შემოფეთება.
ერთხელ გამიხსენე, სანამდე მეტყოდე,
რომ „ცუდი ვარ და უარესი არ არსებობს ქვეყანაზე“.
მერე ჩამეხუტე და ჩუმად ჩამჩურჩულე,
რომ ჩხუბი ჩვენი ვერ იქნება ერთი სრული სიმართლე!
იფიქრე და გაიხსენე, რომ გოგო ხარ ჩემი,
რომ ბედი ხარ ჩემი, რომ გეზი ხარ -
ჩემი, ჩემი ბედნიერების…
მისამღერი:
გოგო გოგო გოგონი
მოდი დროზე მოგონდი
დროა უკვე არჩევდე
სიმართლეს და მოგონილს.
გოგო გოგო გოგონი
დაგდევს მთელი ბომონდი,
მე კი ისევ მომინდი
ჰოდა მიდი მოგონდი!
სულში რომ მენატრები,
სულ შენ რომ მენაღვლები,
გადამრევს ეს ნატვრები
სურვილის ნიაღვრებით.
II ნაწილი
ერთხელაც მეცეკვე, სანამდე მეტყოდე
რომ ზღვა და მთვარე შორეული შენი სულის შხეფებია.
ყოველ შენს წასვლაში, და დაბრუნებაში,
სინათლე, სინათლე და სულ ყველაზე ნათელი ფერებია.
კიდევ მომეფერე, სანამდე მეტყოდე,
რომ წვიმა, მე და ზაფხული ვართ შენი გულის სამოთხე.
ცხადიც კი სიზმარს ჰგავს, ჩვენ ერთმანეთი გვყავს,
და გულებში დაწერილ ამ ფურცლებს ვერავინ ვეღარ ამოხევს.
იფიქრე და გაიხსენე, რომ გოგო ხარ ჩემი,
რომ ბედი ხარ ჩემი, რომ გეზი ხარ -
ჩემი, ჩემი ბედნიერების…
მისამღერი:
…………………………………………………………………………
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა: ბექა გაბუნია
გიტარა: სოსო მიქელაძე
ბექ-ვოკალი: ნათია დევიძე
სტუდია: ჯგუფი "ძმები", 2016 წელი, ივლისი
გთხოვთ ნუ გადაამრავლებთ კლიპს, ნუ ატვირთავთ თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!!
ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
სიმღერაზე ჩართულია მონეტიზაცია - ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - დაგებლოკებათ არხი.