2012 წლის 20 დეკემბერს გამართულ წმიდა სინოდის სხდომაზე წმიდა სინოდმა წმიდანად შერაცხა მამა გაბრიელი(ურგებაძე) .მრავალი ადამიანია მომსწრე არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) ცხოვრების დროინდელი და მისი გარდაცვალების შემდგომ აღსრულებული სასწაულების. მათ მიმართეს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს არქიმანდრიტ გაბრიელის კანონიზაციის საკითხზე. წმინდა სინოდმა იმსჯელა და დაადგინა: 1. წმინდა სინოდი ითვალისწინებს მის ცხოვრებას, სასწაულებს, რომლებიც აღესრულება მის საფლავზე და საყოველთაო სიყვარულსა და აღიარებას და ერთხმად ადგენს: არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) აღიარებულ იქნას წმინდანად და ეწოდოს – ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი-სალოსი; 2. გაიხსნას მისი საფლავი და გადასვენებულ იქნას სამთავროს ტაძარში. დაიწეროს მისი ხატი, მისი ცხოვრება და ტროპარ-კონდაკი. 3. ხსენების დღედ დაწესდეს მისი გარდაცვალების დღე – 20 ოქტომბერი (2 ნოემბერი).
გილოცავთ ყველას,ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებელის და სალოსის მადლი და ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს.