როგორ დაგაჯერო, როგორ დაგარწმუნო,
რომ ამ ცხოვრებაზე გქონდეს სიმპატია
როცა ტკივილისგან სული გიწუხდება,,,
როცა დარდის მეტი შენ არ გინახია...
როგორ დაგაჯერო, რომ ეს გაზაფხული,
დიდხანს გაგრძელდება, ზამთარს დაგავიწყებს,
მიდი ტკივილები რამით გამოხატე,
თორემ უთმელობა უფრო დაგამძიმებს...
როგორ დაგაჯერო, რომ არ მემეტები,
ასე გამუდმებით გქონდეს შეგრძნებები,
რომ შენ იღუპები, რომ შენ ნადგურდები,
როგორ გაგიმხილო ამის შედეგები..
როგორ დაგაჯერო, სხვისი ერთგულება,
როცა ცრემლებისგან ღამეს ათენებდი,
შენ ხომ გიღალატეს, შენ ხომ მოგატყუეს,
ვისაც შეეკედლე, ვისაც აღმერთებდი...
ისევ ჩაიარე, აღმართ-დაღმართები
მოვა განსაცდელი,ისევ დავარდები,
ხელს ვინ გამოგიწვდის და ვინ აგაყენებს
ვის არ შეშურდება შენი წარმატების?
გახდა უსაშველო ახლა თანადგომა,
რადგან მიტოვება გახდა,უსაფუძვლო,
გულს რომ განახებენ, უნდა შეინახო,
უნდა მოეფერო, უნდა უპატრონო...
როგორ დაგაჯერო უნდა გაიღიმო,
როცა ინსტიქტებით ვიწყებთ მოქმედებას,
ვიღაც შენს სიხარულს უწყებს დანგრევას და
მერე საკუთარი კედლის მოშენებას,
როგორ დაგაჯერო რომ ეს გაზაფხული,
დიდხანს გაგრძელდება, დიდხანს გაჩერდება,
მიდი ტკივილები რამით გამოხატე
თორემ ჭრილობები შენში დაბერდება