თინათინ ქევხიშვილი - ემიგრანტ დედას
ავტორი-თინათინ ქევხიშვილი
---------------------------------------------------
სევდით მივყვები სხვის ზღვის ნაპირებს,
და ჩემს დავეძებ ქვიანს.
დღეს სინატრული კვლავ ამატირებს-
მე - ემიგრანტი მქვია!
მე ყოველღამე სიზმრად ვნახულობ,
ჩემი წინაპრის საფლავს.
ჩემო სხეულო - არ დამარხულო,
სად გაგითხრიან საფლავს?
სად მიწერია ნეტავ ამოთქმა
ჩემი ცოდვილი სულის? . .
ვიცი, მოვასწრებ, მაინც ამოვთქვამ
ჩემს უკანასკნელ სურვილს:
- მეჩემს მიწაში მინდა დამარხვა,
მას მშობლიური ჰქვია.
ისიც მეყოფა, დღეს რომ სხვაგან ვარ
და ემიგრანტი მქვია!