„ჩემს თაობას, ეტყობა, ბედად ეწერა უფრო დიდი შთაბეჭდილების განცდა, ვიდრე ღმერთის წარმოდგენაა, მან ღმერთის სიკვდილი იხილა" - წერს ოთარ ჭილაძე გალაკტიონის შესახებ.
გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალებით შეძრულმა პოეტმა დაწერა შესანიშნავი პოემა "რკინის საწოლი", რომელიც გამოირჩევა ავტორისათვის ჩვეული ხელწერით. არავითარი პათეტიკა, ყოფითი დეტალის პოეტიკად ქცევა და გრძნობადი, სადა ნიუანსები ამშვენებს დიდი გენიოსისადმი მიძღვნილ პოეტურ შედევრს.