მეგობრებო,
ეს გახლავთ ზურა ბენიაიძის ოფიციალური არხი,
ძალიან გთხოვთ სიმღერას ნუ ჩამოტვირთავთ და გადაამრავლებთ,
სხვაგან ატვირთვის შემთხვევაში ვიდეო გასაჩივრდება.
პატივისცემით,
ზურა ბენიაიძე
ამოდი, არ გინდა, ჩემ ხადას გაჩვენებ...
იქ სადაც სიკეთეს და ბოროტს არჩევენ,
ამოდი ადგილი განახო საჩვენო,
ამოდი ფანდურის ტირილი გაჩვენო,
მაშ რაღას დაუცდი მოფრინდი დღესავე,
სანამდის ჩამჭკნარა მზის თვალა კესანე,
გადავკარ თუ არა ეგრევე მესამე,
თვალებმა ბურჯღული დალანდეს მყისავე...
ჟინი რო მომივლის კვლავ შენი დანახვის,
დაჭრილი დათვივით ვღონავ და ვდუდუნებ,
მე გულის იარებს არაყით ვუწამლე,
მაგიტომ ვბორგავ და მაგიტომ ვბუბუნებ...
მოგწონსო ქალაუ ქალაქის ქუჩები,
შენ ამბობ ძალიან ძალიან ძალიან,
აქაურ ვაჟებს შენ ვერ გადაურჩები,
თუ იტყვი წავალო წადი და გაია...
რამდენჯერ დავლიე, დავთვერი,
რამდენჯერ ბარბაცით ვიარე,
რამდენჯერ ქალასთან ვწოლილვარ,
მაინც არ ეშველა იარებს...
არც არა ქალია, არც არა...
ვერც არა სილოთით დალაგდა,
გადავკარ მესამე თუ არა,
სამშობლოს ტკივილმა ამლაგმა!
ტექსტი: ზურა ბენიაიძე, გამოყენებულია სტროფები ხალხური ნათქვამებიდან
მუსიკა: ზურა ბენიაიძე
შესრულება: ზურა ბენიაიძე
ფანდური :გელა ბენიაიძე
გარმონი: ბუღა ბაღდავაძე
დოლი: გიორგი თავშავაძე
არანჟირება: ბექა გაბუნია