20 წლის თვითნასწავლი მეფუტკრე ველისციხიდან. ვაჟა მიტიჩაშვილი მეფუტკრეობით სამი წლის წინ დაინტერესდა, ბიზნესი ერთი სკით დაიწყო და ახლა უკვე 55 ოჯახი ფუტკარი ჰყავს. სამომავლოდ კი ვაჟა მიტიჩაშვილი საკუთარი ბიზნესის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს. ახალგაზრდა მეფუტკრის წარმატების საიდუმლო და სამომავლო გეგმები ნინო სამნიაშვილის სიუჟეტში.