MP3-ის გადმოწერა:
https://soundcloud.com/jujebi-official/knmmasu9h7pi
მე კი არ მივდივარ შენ მაგდებ შენი ცხოვრებიდან
ვინ მოგცა უფლება წამშალო ჩემი ოცნებიდან,
რომ მეკითხებიან რა გჭირს ვპასუხობ გული მომიკლეს
მაშინ როცა გაფრენას ვაპირებდი ფრთები მომაჭრეს.
ვინ ვარ უშენოდ მკითხე პასუხი გესიამოვნება,
ბედნიერებაზე ნუ მკითხავ ვინ მომცა მე მაგის უფლება,
უშენოდ მე ვარ ეგვიპტე პირამიდების გარეშე
ისე ვარ თითქოს შემაფურთხეს სახეში ხალხის წინაშე.
ზღვაში გადამაგდე კლდიდან დაგავიწყდა? ცურვა არ ვიცი
შენ გგონია არ მტკივა? შენ გგონია არაფერს განვიცდი?
მე ხომ კაცი ვარ, მე უნდა ვითმენდე, მე უნდა ვმალავდე
დასვი წერტილი! გააღე კარები! მიდი გამაგდე!
წავალ მაგრამ ვეღარ დავიწყებ მე უკვე თავიდან,
სხვა რა გზა მაქვს უშენობას მინდა თუ არა ავიტან,
უშენოდ წინსვლას ვერ შევძლებ არ მაქვს მე მაგის ძალა
შენ ერთი ტყვია მესროლე ჩემთვის ეგ ერთიც კი კმარა.
ახლა ვეგდები ასე სანამ დავიცლები სისხლისგან,
დავტოვებ ამ სამყაროს სახეზე ღიმილით სიმწრისგან,
ღირდა სიცოცხლე რადგან მე სიყვარული ვნახე
შევეხე ხელებით საოცრებას ეს იყო შენი სახე,
ყველაზე ტკბილიც ვიგემე შენი ტუჩების გემო,
გაუჩერებლად ბოლო სუნთქვამდე შემიძლია ასე ვწერო.
ვერ მოვასწარი გამეგო როგორია იყო მამა,
მყოლოდა შვილები ტკბილი ოჯახი მე არ მინდოდა განა?!
შენ უფლება არ გქონდა მაგრამ,წამშალე ჩემი ოცნებიდან
მე არ წავსულვარ შენ გამაგდე შენი ცხოვრებიდან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი აზრი და მოხარული ვიქნებით გავიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები, მოვისმინოთ თქვენი აზრი და კომენტარები.ამიტომ გთხოვთ ნებისმიერმა თქვენგანმა დააფიქსიროს საკუთარი აზრი.
https://www.facebook.com/JUJEBI
https://www.facebook.com/JujebiStudio
BOOBA:
https://www.facebook.com/booba.jujebi
FREDY:
https://www.facebook.com/fredy.jujebi