ათენში გარდაცვლილი ქართველის სამშობლოში გადმოსვენებაში დახმარებას ოჯახი ხელისუფლებას სთხოვს.
34 წლის ელისო ვარდანიძის ახლობლების განცხადებით, ქალბატონი გრიპის ვირუსის გართულებული ფორმით 5 თებერვალს ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ის ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხიდან იყო. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი გეგეშიძე ოჯახს დახმარებას დაჰპირდა.