მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
16. წიგნში(ყურანში) მარიამიც მოიხსენიე,(ხალხს მოუყევი მის შესახებ) როცა ის თავის ოჯახს განერიდა, აღმოსავლეთის მხარეს.
17. შემდეგ დაიდგინა მათგან გამყოფი ფარდა. მაშინ ჩვენ წარვგზავნეთ მასთან ჩვენი სული(გაბრიელი) , რომელიც მის წინაშე სრულყოფილი კაცის იერით წარსდგა.
18. მარიამმა უთხრა : „უეჭველად, მე მივეკედლები მოწყალეს შენგან, თუ ღვთისმოშიში ხარ (ნუ გამეკარები) “.
19. გაბრიელმა მიუგო: რომ „მე მხოლოდ შუამავალი ვარ შენი ღმერთისგან, რათა უზრუნველგყო სპეტაკი შვილით “.
20. მარიამმა უთხრა: „როგორ მეყოლება შვილი, როცა მე კაცი არ შემხებია და არც მსუბუქი ყოფაქცევის ქალი არ ვყოფილვარ?“
21. ანგელოზმა მიუგო: დიახ მართალი ხარ, თუმცა შენმა ღმერთმა თქვა რომ "ეს ჩემთვის იოლია, იგი ხალხისთვის სასწაულად უნდა ვაქციოთ და წყალობა უნდა ვუბოძოთ. ეს საქმე გადაწყვეტილია!"
22. ამგვარად დაფეხმძიმდა მარიამი, იესოზე. შემდეგ ნაყოფთან ერთად გაემრართა შორს.
23. შემდეგ მშობიარობის ტკივილმა ხურმის ხესთან მიიყვანა. და თქვა: „ო, ნეტავ ამ ყველაფრის წინ მომკვდარიყავი და სამარადჟამოდ დავიწყებული ვყოფილიყავი!“
24. მაშინ მოესმა მას ხმა წიაღიდან : არ დამწუხრდე, შენმა უფალმა უკვე შენს ფეხებს ქვეშ ნაკადული დაადგინა.
25. შეარხიე შენსკენ ხურმის შტო, რომ ჩამოცვივდეს შენთან მწიფე ნაყოფი.
26. ჭამე და სვი და გილოცავთ! თუ დაინახავ ვინმეს, უთხარი: რომ „უეჭველად, მე აღვუთქვი მოწყალე ღმერთს მარხვა , ამიტომ დღეს არავის არ დაველაპარაკებიო“.
27. როდესაც ბავშვით ხელში თავის ხალხთან დაბრუნდა. (გაკვირვებული) უთხრეს: „მარიამ! შენ ძალიან ცუდი საქმე ჩაიდინე!
28. ჰარუნის დაო! მამაშენი არ იყო ცუდი კაცი, და არც დედაშენი იყო მსუბუქი ყოფაქცევის ქალი!“
29. მარიამმა ბავშვისკენ მიუთითა, (რათა ბავშვს დალაპარაკებოდნენ) მათ კი უთხრეს მას: „როგორ ველაპრაკოთ აკვანში მყოფ ჩვილ ბავშვს?"
30. ამ დროს მიუგო იესომ და უთხრა მათ: „უეჭველად, მე ალლაჰის მსახური ვარ. მე მიბოძა წიგნი და დამადგინა შუამავლად.
31. ასევე დამადგინა დალოცვილი, სადაც არ უნდა ვიყო. და სიცოცხლის ბოლომდე ლოცვა და ზექათი დამავალა!
32. და თავაზიანი(პატიოსანი) მაქცია ჩემი მშობელი დედის მიმართ, არ დავუდგენივარ ულმობელ მოძალადედ!
33. მშვიდობა მე, იმ დღეს, როცა დავიბადე, როცა მოვკვდები და როცა გავცოცხლდები!“
34. სწორედ ამ ჭეშმარიტი სიტყვის მიხედვით, ის არის, მარიამის შვილი იესო. რაზეც (იუდევლებს და ქრისტიანებს) ეჭვი ეპარებათ
35. შეუძლებელია, რომ ალლაჰმა დაიდგინოს შვილი. დიდება მას! როცა იგი გადაწყვეტს რაიმე საქმეს, საკმარისია მხოლოდ უთხრას მას: „იქმენ!“ და ისიც იქმნება.
36. უეჭველად ჩემი ღმერთიც და თქვენი ღმერთიცა ალლაჰია. ასე რომ, თაყვანი ეცით მას. აი, ეს არის ჭეშმარიტი გზა.
37. ამგვარად ჯგუფებს (იუდევლებსა და ქრისტიანებს) შორის განხეთქილება ჩამოვარდა. ვაი მათ მდგომარეობას, რომლებმაც უარყვეს, იმ დიად დღეს, როცა გაცხადდება ყველაფერი.
38. იმ დღეს, როცა ჩვენთან მოვლენ, (ჭეშმარიტებას) რაკარგად გაიგონებენ და რაკარგად დაინახავენ. მაგრამ დღეს უსამართლონი(მოძალადე/მჩაგვრელი/ჭეშმარიტების უარმყოფელი) აშკარა ცდომილებაში იმყოფებიან!
39. შეაგონე/გააფრთხილე ისინი სინანულის დღით, (იმ დღით) როცა ყველაფერი დასრულდება. (თუმცა) ისინი უგუნურები არიან და არ ირწმუნებენ!
40. ეჭვი არ არსებობს, რომ ჩვენ დავიმკვიდრებთ/დავეუფლებით მიწას და მათ, ვინც მასზეა, და ყველა ჩვენთან იქნებიან დაბრუნებულნი!