ავტორი ვაჩე რაინდელი - დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება კიდევ უფრო გულთან მიიტანს და მეტ მხარდაჭერას გამოხატავს პროექტის მიმართ, რომელზეც პარალელურად ვმუშაობ, ეს გახლავთ ფოტოკრებული, ანუ მთელი საქართველო ერთ წიგნად, წართმეული და არსებული ტერიტორიებით.
პერსონალური ფოტო გამოფენა რომელსაც სიმბოლურად ჰქვია „დასაბრუნებელი ტერიტორიები”, რომლის გადაღებაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ მიმდინარეობდა.
https://www.youtube.com/watch?v=7-DYu3syAeM
ეს წიგნი იქნება – კიდევ ერთი ქართული მესიჯი მსოფლიოს, დადასტურებული ფაქტებით, (ფოტომასალებით), რომ ტერიტორიები, რომლებიც საზღვრებს გარეთ მოექცა, საქართველოა.
გამოფენის ავტორის სურვილია, დაინტერესდნენ ის ადამიანები, ვისაც შესაძლებლობა აქვს, რომ ფინანსური დახმარება გაუწიონ ქართული ფოტოკრებულის გამოცემას, რომელიც შემდგომ მსოფლიოს მრავალ ბიბლიოთეკაში გავრცელდება.
https://www.youtube.com/watch?v=xtDzBpkEtaE