"ტაში ბოშო გიორგუნა", რომელიც მოსმენისთანავე რაჭას გახსენებთ, სხირტლაძეების ოჯახში დაიბადა. გიგა სხირტლაძის ტექსტი, რომელიც ბევრს ხალხური ჰგონია, მისმა შვილმა, ქორეოგრაფმა დავით სხირტლაძემ მოგვიანებით ცეკვას მოარგო და რაჭულის ცნობილი ილეთები შექმნა. სოფელ ხიმშში სხირტლაძეების ოჯახს "ლურჯი ვაშლი" ესტუმრა...