შესრულება – ბაჩო მაისურაძე
ტექსტი – ლანა შვანგირაძე (შოთა ნიშნიანიძის ლექსის ჩანართებით)
როცა ტოლები ვახსენებთ მამებს,
ცა გამეხსნება მაშინ...
ვერავინ მეტყვის მე ისეთ რამეს,
ცრემლი მომადგეს თვალში...
ცრემლი მომადგეს, თავი დავხარო
სინანულით და წყენით...
ო, როგორ მინდა კრძალვით გახარო,
"მუდამ ვამაყობ შენით"...
მამი იცი ახალა როგორ მომენატრა
შენი თვალები და შენი ღიმილები
მახსოვს ის წუთები,ჟამთა მოგონება
მინდა დიდხანს მყავდე მე ღმერთს ვევედრები.
ალბათ უნებლიეთ გული გატკინე და
იცი დღესაც ვნანობ მამი გეფიცები
შენი დალოცვაა ჩემი გადარჩენა
ჩემი სულის ხმაა ახლა ეს სიტყვები.
ტრიალებს ქვეყნის მაშველთაგანი
და არ გაშინებს დაღლა..
მეამაყები მხოლოდ ამგვარი,
როგორიცა ხარ ახლა...
ვიცი, ხანდახან გიმძიმს ძალიან,
ამოიხვნეშებ წამით...
იქნებ ეს ზოგჯერ ჩემი ბრალია
და მაპატიე, მამი...
მხოლოდ ღმერთმა იცის როგორ მენატრება
ჩემი ბავშვობა და ჩვენი თამაშები
მოდი ძველებურად სადმე წავიდეთ და
დედას დავუკრიფოთ მამი გვირილები.
დროა რეალობას თვალი გავუსწოროთ
მინდა მეც დავიპყრო მამი მწვერვალები
ბავშვი აღარავარ უკვე გავიზარდე
დრომ მეც დამატყო მისი ნაკვალევი.
დედას რომ უფრო ვეალერსები,
გაჯავრებული ნუ ხარ..
არ იწერება თქვენზე ლექსები
და მე ამაზე ვწუხვარ...
ნელინელ მიაქვთ წლები, მზის წლები
ჩვენზე ზრუნვას და ამაგს,
მიყვარხარ, დედის გულს გეფიცები,
ჩემო კეთილო მამავ...
ისევ გადაიქცა წლები მოგონებად
მამი მიყვარხარ და ძლიერ მენატრები
მოდი გამახსენე ჩემი ბავშვობა და
ხელი არ გამიშვა ამას გევედრები.