აღარცრა... ავშალათ გრძნობები,
როგორაც ეგ შენი თმაია,
მიწასაც რაადამ ვშორდები,
შენ კი ვერ გელევი, თაია.
მზე ჩასვლას ლამობდა დილითავ,
შენამდეც საძნელო გზაია,
გვცოდნოდა ნათესს ვერ ვიმკითავ,
ხომ აღარც დავთესდით, თაია.
სად მიხოლ? ცოტა ხანს დაიცა,
ან ლექსებ უშენოდ რაია,
ვგონობდი ქვეყანა დაიქცა,
ჩემთან რომ არ იყავ, თაია.
ხევსურებს ტაბლასაც გაუწყობ,
თან შენი ღიღინის ხმაია,
მამაშენს მე უნდა ვაუწყო,
რომ მარტო ჩემი ხარ, თაია.
ეხლა კი წავედი, შაბნელდა,
ჩემამდეც სავალი მთაია,
სარკმლიდან სველ თვალებს მაბნევდა
უჩემოდ დამარჩალი თაია.
თემო არაბული