თვითონ ვინა ვარ ის არ ვიცი...
ვინ უნდა მყავდეს,
უნდა ვიჯდე და არსებობას ვჭამდე მთლიანად,
რომ ვერასოდეს მოვიპარავ თოვლისფერ ვარდებს,
ვერც თავს მოვიკლავ შენს სახლის წინ ვარდებიანად.
არ ღირს გაქცეულს გაეკიდო,ძალით იჭერდე,
სიცხით დაღლილი ისვენებდე უჩრდილო ხესთან,
უაზრობაა ჩემო თავო,ბედთან ჭიდილი,
უაზრობაა ჩემო თავო...
ჭიდილი შენთან.
კედელზე ათას მოგონებას, აქა-იქ ვაკრავ,
მერე მოდიან სხეულები,
ჩუმად ლანდავენ...
ვისაც ვპოულობ "ღმერთს ვფიცავარ", არასდროს ვკარგავ,
მეჩვევიან და როგორც ასე...
თვითონ მკარგავენ.
არ ვუბრუნდები არასოდეს დახურულ კარებს,
თუნდაც ვიჯდე და არსებობას ვჭამდე მთლიანად,
და ვეღარასდროს მოვიპარავ,თოვლისფერ ვარდებს,
რადგან წარსულში ვიმარხები...
ვარდებიანად ! ...
საკუთარ სოროს ავიტკიებ,სულ ბოლოს მაინც,
სხვები ზურგსუკან ამირევენ ვიცი ამინდებს,
არ ვიცი ძალა თუ დამრჩება,
რომ ბოლო კარიც,
დაუფიქრებლად შევაღო და სადღაც წავიდე.
არ მეშინია.
არაფერი ყოფილა შიშიც,
მთავარია,რომ რწმენა ნახო, პირველად შენში,
და მერე თუნდაც გიხაროდეს,ან იყო ჭირში,
გინდაც ცოცხლებში ვეწერო და ვეწერო მკვდრებში.
მიყვარხარ-ები სათითაოდ გადაიწერე,
ჩემი "მიყვარხარ" გაიგებ რომ არა ბერდება.
(-უბედურება ტკივილია...
და დამიჯერე,
ხანდახან მეტი ტკივილია ბედნიერება.)
გულის ცემიდან ამოგლეჯილ სიყვარულს გაძლევ,
და დახეული ძარღვებიდან მოცემულ სითბოს,
სანაცვლოდ ვფიქრობ ძალიან ბევრს,
და ცოტას გართმევ...
ჩემთან,რომ იყო...
ჩემთან რომ იყო...
თემო არაბული / temo arabuli