თათია პეტრიაშვილი – მთის სურნელება
https://www.youtube.com/watch?v=yI176sRzjoI
ტექსტი
ქალავ მაოცებ უკვდავი სულით,
სიყვარულისგან აღვსილი გულით,
ზეციდან თითქოს ღმერთის წყალობით,
ანგელოზივით ხევს ჩამოსული.
მთის სურნელებას დაჰბერავს ქარი,
დალალებს გაშლი მხრებზე ჩქერივით,
ეგ სილამაზე სისხლს ამიჩქეფებს,
გერგეთს ვილოცებ შენთვის ბერივით.
ღმერთს შევავედრებ ულევ სიყვარულს,
რომ საუკუნოდ აღარ გაგვყაროს,
მსურს ჩაგიხუტო ჩემო სიცოცხლევ,
გამიცისკროვნე მთელი სამყარო.
გულს მოეფინე თითქოს იებად,
გაზაფხულზე რომ იფეთქებს მთებში,
რომ გაგაბრუებს სურნელებით და
თავს შეგაყვარებს ღვთიური ეშხით.
სანთლად ანთებულს გიყვარს უფალი,
ულამაზესო ხატებავ ღვთისა,
ფიფქივით თეთრო, ცისფერთვალებავ
ანგელოზი ხარ მადლიან მთისა!
შემოგვიერთდით
https://www.youtube.com/channel/UCJQ_YTySr9nQmz9EILD6Z5g