ამ აკლდამასთან ყურმიდებული მომლოცველები ირწმუნებიან, რომ მათ გულისცემის და ფეხის მოძრაობის ხმა ესმით. დღეს საფლავი ცარიელია, თუმცა მასში გარკვეული ხნით წმინდა ნექტარიოს ეგინელის უხრწნელი სხეული იყო დასვენებული. სწორედ წმინდა ნექტარიოსის საფლავის გამოა საბერძნეთში, კუნძული ეგინა პილიგრიმებისთვის ერთ-ერთი წმინდა ადგილი. მონაზვნები წმინდანის მიერ დაარსებულ დედათა მონასტერთან ამოსულ ფიჭვის ხესაც სათუთად უვლიან. ყოველ ჩამოვარდნილ გირჩს ხის ძირშივე აგროვებენ და მომლოცველებს განსაკუთრებული საჭიროების დროს ატანენ.
მეუფის საფლავს ერთი საინტერესო ფაქტიც უკავშირდება: სანამ მონასტერი აღორძინდებოდა, მიტოვებულ სავანეში მოხუცი მონაზონი ცხოვრობდა. მან ფიჭვის დარგვა სწორედ საფლავის ადგილზე გადაწყვიტა. მონაზონს სამჯერ ხმა ჩაესმა, რომ ნერგი იქ არ დაერგო და საფლავისთვის ადგილი დაეტოვა. წმინდა მღვდელმთავრის წმინდა ნაწილები წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. წმინდა ნექტარიოს ეგინელი 1920 წლის 8 ნოემბერს გარდაიცვალა. მსოფლიო საპატრიარქომ კი წმიდანად 1961 წელს შერაცხა.