©® იაგო კუპრეიშვილი - იცი, როგორ, როგორ მენატრები ?!...
©® iago kupreishvili - ici, rogor, rogor menatrebi
________ ✉ტექსტი✉ ________
იცი, როგორ, როგორ მენატრები
უშენობას არ გაუდის ფერი
ნუთუ აღარ, აღარ გედარდები?
დაივიწყე ალბათ ყველაფერი...
მე შევიცვალე, შევიცვალე შენთვის
და ვიყავით მაშინ ბედნიერნი
ახლა ალბათ უშენობა შემშლის
რომ დაგკარგე, ყველაზე მშვენიერი.
როგორ მინდა, კიდევ ერთხელ გნახო
ჩაგეხუტო, მაგრად მოგხვიო ხელი
გითხრა არა, არასოდეს დაგთმობ,
შენ ხარ ჩემი, ჩემი ერთადერთი!
ვერ გავუძლებ, შენ რომ სხვისი გერქვას.
ასჯერ მაინც ხომ დაგარქვი ჩემი?
მოდი ისევ, მოდი ისევ ჩემთან
ამ გულს შენი სიახლოვე შველის.