ბევრჯერ!
ბევრჯერ დამიჩოქავს,
რწმენით მილოცია
ბევრჯერ მითოკია
გრძნობა,ემოცია
ბევრჯერ სიყვარული,
სხვისთვის მიმიცია
ბევრჯერ უანგაროდ,
გრძნობაც გამიცია
ბევრჯერ ჩემი გრძნობა
გულში ამიშვია,
ბევრჯერ შეცდომებიც,
ურცხვად დამიშვია
ბევრჯერ სიცრუისთვის
ფარდა ამიხდია,
ხოლო სიმართლე კი,
მყარი გამიხდია
ბევრჯერ სამოწყალო
ხელი გამიწვდია,
ბევრჯერ „ზე „ აღმტაცი, „
გრძნობა განმიცდია
ბევრჯერ გრძნობებიც კი
ლექსში გამინდია
მითქვამს ხასიათზეც,
ცვლადი ამინდია
ბევრჯერ სინანული,
გრძნობის მორევია
ბევრჯერ უმოწყალო
სევდაც მომრევია
ბევრჯერ თვალებიდან
ცრემლიც დამდენია
მაგრამ ოცნებებიც
ბევრი ამხდენია
თორნიკე ბერიძე