დღეს ჩვენი ბურთულები უნდა გაგაცნოთ, კავკასიური ნაგაზის ლეკვები. ისეთი მსუქნები არიან, ძლივს დაატარებენ გატიკინებულ მუცლებს. წესიერად ვერც კი დარბიან. ხან მარჯვნივ გადაქანდებიან, ხან - მარცხნივ. ბოლოს ისევ ხვანცალაკუდგამობმული ტაკოები გადაწონით-ხოლმე, რბილად დაებერტყებიან უკანალზე და იყურებიან გაოცებულები, ეს რა დაგვემართაო.