ასეთი უნდა იყოს ცხოვრება რისთვისაც ვიბრძვით და უნდა იბრძოლოს ადამიანმა, ეს არის ყველაფერი რის გამოც ღირს ცხოვრება მაგრამ შეხედეთ ჩაპლინის სახეს ბოლოს ,, აუხდენელ ოცნებაზე,, რომ ლაპარაკობს თავადაც ხვდება და ტკივა, ის რომ თავში ხელს შემოირტყავს ეს ,,სიმწარეა,, იმ ტკივილისა რომ ასე არ ხდება და არ გესმით.
სამწუხარო რეალობა კი ასეთია თქვენს დაბნელებულ თვალებში:
-,,როდესაც მათ გაანალიზეს, რომ არსებობს ნაციების განადგურების უფრო ეფექტური გზა ვიდრე ომია, მათ საქმეში ჩართეს ნარკოტიკი ,ოჯახის ინსტიტუტის სრული კრახი, პორნო ინდუსტრია, ალკოჰოლი, კინო, ტელევიზია ,მუსიკა და სხვადასხვა იდეოლოგიების გავრცელების ინსტიტუტის გავრცელების ხელშეწყობა. ამ ყველაფერს კი ისეთი ნიღაბი მოარგეს, რომელიც ადამიანის ცხოველურ და პრიმიტიულ ინსტიქტებს ასაზრდოვებს. ასე იმართება საზოგადობა თანამედროვე დიქტატურის გზით, რომელსაც ,,თავისუფლება,, დაარქვეს. იულიუს ევოლას სიტყვებია ეს და იმ ადამიანების ვინც ამ რეალობას ხედავს ჩაპლინის ჩათვლით.
-,,ღმერთის სასუფეველი თვითონ თქვენშია,, ეს ლუკას სახარებაა.
თქვენ თქვენი თავის პატრონი ხართ და თვალები გაახილეთ რომ არსებობს ჰაერში გამოკიდებული პლანეტა და მას დედამიწა ქვია, ჩვენ ადამიანები ვართ და ,,თავის უფლების,, უფლება გვაქ, ჩვენ თუ შევიყვარებთ მოვსპობთ ბარიერებს, თვალები გაახილეთ, ზევით თუ არ აიხედავთ წინ მაინც გაიხედეთ.
პ.ს მადლობა წაკითხვისთვის , მოსმენისთვის და თუ აზრს გამოხატავთ იმისთვის...