Miyvarxar - Soso Mikeladze - მიყვარხარ - სოსო მიქელაძე
© საავტორო უფლებები დაცულია
გთხოვთ ნუ გადაამრავლებთ კლიპს, ნუ ატვირთავთ თქვენს არხზე სხვადასხვა ფოტოებით და არაადექვატური სახელწოდებებით!!! ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სიმღერის მოცემული ბმულის გაზიარება სოციალურ ქსელში.
ვიდეოს/სიმღერის თქვენს არხზე დაკოპირების შემთხვევაში - გაუფრთხილებლად დაგებლოკებათ არხი.
"მიყვარხარ"
შენ რომ შემომხედავ ინთება სანთელი გულისა,
სიამის ჟრუანტელს მიჰყვება ფიქრების სიმშვიდე,
წარსულის ტკივილებს მავიწყებს უტკბესი სულის ხმა,
შენი მოფერება, სიტყვა და ამბორი მამშვიდებს.
სულ ერთად მოვდივართ და ერთად ვზეიმობთ სიცოცხლეს,
ეს გული მაგ შენს გულს ჩონგურის სიმივით ეწყობა,
მარად და ყველგან სუნთქვაში გაზაფხულს მიცოცხლებ,
რამდენი გელოდე და რა მალე მოვიდა ერთობა.
მისამღერი:
მიყვარხარ - ჩვენს მზეს და სიცოცხლის სინათლეს ვფიცავარ,
მიყვარხარ - ჩემი არსებობის უსაზღვრო სივრცე ხარ,
მიყვარხარ - უფსკრულის პირასაც ვიტყვი, რომ მიყვარხარ,
მიყვარხარ - მიყვარხარ, ჩვენს მზეს და ყველაფერს ვფიცავარ.
შენ ჩემი შვილების უტკბესი სამყარო მაჩუქე,
და ჩემი მარცხიც და მიღწევაც ღირსებით ატარე,
გულში რომ გიხუტებ, ცასა და ვარსკვლავებს გავყურებ,
გახსოვს ტალღებს რომ ვუთვლიდით გადარეულ მდინარეს.
ჩვენი სიყვარულით რამდენჯერ დავანთეთ ცისკარი,
მადლობა რამდენი შევწირეთ უფალს და ერთმანეთს,
ყოველთვის ვიცოდი ამ გრძნობის სადარი არ არის,
და რომ ვერ აიტანს იგი ვერც ზღუდეს, ვერც სამანებს.
მისამღერი:
მიყვარხარ - ჩვენს მზეს და სიცოცხლის სინათლეს ვფიცავარ,
მიყვარხარ - ჩემი არსებობის უსაზღვრო სივრცე ხარ,
მიყვარხარ - უფსკრულის პირასაც ვიტყვი, რომ მიყვარხარ,
მიყვარხარ - მიყვარხარ, ჩვენს მზეს და ყველაფერს ვფიცავარ.
ტექსტი და მუსიკა: სოსო მიქელაძე
არანჟირება, ხმის რეჟისურა: ბექა გაბუნია
სტუდია: ჯგუფი "ძმები", 2016 წელი, აპრილი.
https://youtu.be/LkBmbILxc-s