31 მარტი
- წყნეთი (შემოქმედებითი უქმეები "მეცამეტე თვის პოეტების" ორგანიზებით.
ოთო გურგენიშვილი - მიყვარხარ (სიცილიური აქცენტით)
Official Poetry Page -
https://www.facebook.com/OtosPoetry
ტექსტი - Text
ვენეციაში რომ ვსეირნობდით,
ჯანკო ბარონის ფუნჯით მოგხატე.
სიცილიელი მხატვრის პალიტრით,
ტუჩებს,კოცონის ალი მოვხადე.
ვიწრო ქუჩების ჯებირთა ხაზი,
გამოეკიდა ნავებს სვიარებს,
თოლიამ ფრთები გაშალა ნაზი
მენიჩბე ცაში,ნიჩბით სრიალებს.
დალალ--მერების მწველი იარა,
ტრფობით მფეთქავი სულის კვალია,
რომში ნაპოვნი გრძნობა კი არა,
შენი სიცოცხლე,ჩემი ხალია.
იტალიური სუნის დასაბამს,
ვენეციური ამბორი ჰქვია,
ჩვენი ცხოვრების განვლილ ნასახლარს,
თვალს ვერ უსწორებს პრინციპოს ტყვია.
თხუთმეტი ცენტი ფრანცო ფერდინანდ,
აღსდექით მკვდრეთით,გვაკურთხეთ წყვილად,
ცხრამეტი ცენტი დიდო მეუფევ,
მე მომიტევეთ,ვიყვარებ ფრთხილად.
რომის ხედებით ვტკბებოდით ღამით,
ბაგეზე ლაჟვარდს გწვავდა პომადა,
ტანგოც ვიცეკვეთ ფიქრებსი წამით,
სმენას ჩამორჩა ტრფობის სონატა.
იტალიური მაქმანი გეცვა,
მკერდით მითბობდი ლოყას,მიწიერს.
შენი ტუჩები ამბორად მეცვა,
უშენოდ,ჩაიც ფილტვებს მიციებს.