1 წლის წინ მომხდარი გამოუძიებელი მკვლელობის დეტალები. 23 წლის ირაკლი ფარულავას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მკვლელობის დღიდან გაუჩინარდა და ამ დრომდე იმალება. შემტხვევა სენაკში გასული წლის 30 აგვისტოს მოხდა. როგორც გარდაცვლილის დედა ესმა ფარულავა ამბობს, მან საქმის გამოსაძიებლად როგორც ზუგდიდის, ისე თბილისის პროკურატურას მიმართა, მაგრამ ეჭვმიტანილის მიმართ არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. ესმა ფარულავას განმარტებით, ეჭვმიტანილის მამა პოლიციაში მუშაობდა. მისი თქმით, გამოძიების დაწყება სწორედ ამის გამო ჭიანურდება.