🔵 გამოიწერეთ არხი - Subscribe 🔴 ➨ ➲
ნუ დამიტირებ ვერ გავძლო,
გავყვე ქვესკნელის ბილიკებს,
ვერც სიყვარულის ცეცხლსა ვგრძნობ,
ვერც განშორების ტკივილებს...
წავალ და გადავევლები,
წითლად ჩავფერავ კლდიანებს,
თუ ჩემ სიყვარულს ვერ ვშველი,
არც შენსას დავაზიანებ...
ჩამიტანს ზვავი-ღვარ-ცოფი,
მთათა ცრემლების პკურება,
მიწა ხავსი და ნათოსი,
საბნადამც დამეხურება....
მამკვდარს ნუ მისაყვედურებ,
გულს რომც გიკლავდნენ დარდები,
იმდენს ხო ვერ შევიყვარებ,
რამდენსაც შევუყვარდები...!