თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ადგილობრივმა მოსახლეობამ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ 2008 წლის აგვისტოში რუსეთ საქართველოს ომში დაღუპული ზურაბ ბალაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო. თელავის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა გიორგობიანმა, გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა ზურაბ ბალაშვილის მემორიალის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. დღეს რუსეთ საქართველოს ომში გმირულად დარუპული ზურა ბალაშვილის დაბადების დღეა.