Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
17 იანვარი, 2015
სერგი გვარჯალაძის დოკუმენტური სერიალი - "ცეკვა საქართველოსთან".
დოკუმენტური სერიალი მოგვითხრობს კატარჟინა პაკოსინსკას საქართველოში მოგზაურობის შესახებ, ასევე, იმ ქვეყანასა და ხალხზე, რომელზეც იგი 80-იანი წლებიდან არის შეყვარებული. ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარე პატარა ქვეყანა საბჭოთა პერიოდის შემდეგ სრულიად შეიცვალა, თუმცა თავისი ბუნებით და ქართველი ხალხის ტრადიციული სტუმართმოყვარეობით კვლავ იზიდავს სტუმრებს.
კატარჟინა მოგვითხრობს, თუ როგორ კვეთენ მწვერვალებს საზაფხულო საძოვრებისკენ მიმავალი თუში მეცხვარეები, გვაცნობს თუში ქალის სიმღერებს და მსოფლიოში ცნობილი ქართული ნაციონალური ბალეტის მიერ შესრულებულ აჭარულ ცეკვას. სერიალი მოგვითხრობს ულამაზეს და იდუმალ სვანეთზე - ევროპის ყველაზე მაღალ დასახლებულ ადგილზე, ასევე, კახეთზე, რომელიც ითვლება ღვინის აკვნად. გვაცნობს თბილისს - მულტიკულტურულ დედაქალაქს, რომელიც ცნობილია გოგირდის აბანოებით, აღმოსავლური და დასავლური ცხოვრების წესის წარმოუდგენელი ნაზავით.
წამყვანი არა მხოლოდ დამკვირვებელია, თავადვე არის ფილმის მოქმედი გმირი. იგი სწავლობს ხინკლის, თექის (თუშური ფარდაგი) მომზადების წესს და ჯირითობს ცხენებზე.
6-ნაწილიანი სერიალი გაფორმებულია თანამედროვე ქართველ ხელოვანთა ორიგინალური მუსიკით, წარმოებულია სინემა-ვერიტეს სტილში.
რეჟისორი და პროდიუსერი: სერგი გვარჯალაძე.
მაუწყებელი: TVP2 (პოლონეთი) თებერვალი 2009.
ერთობლივი წარმოება: TVP2 / KOMUNAMEDIA.COM.
Показать еще
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше интересных видео и найти новых друзей.