"ძნელი გადასატანია , როცა შენზე უარს ამბობენ, და ყოველთვის გაუგებარი.
რატომ? - არასოდეს ამ კითხვაზე პასუხი საკმარისი არარის,ზიხარ და გიჟდები - აი უფრო ლამაზი რიმ ვყოფილიყავი.უფრო ჭკვიანი, უფრო საინტერესო, უფრო კარგი და კიდევ ბევრი უფრო.!
ხან ისე ჩაეფლობი, გეჩვენება რომ ღირსი ხარ, ყველაფერი შენი ბრალია და შენთვითონაც მიატოვებდი შენს თავს, შენი თავი რომ არიყოს,არის კიდეც ეს მიტოვება. ასე ფიქრი, შენი თავის მიტოვება.ეს ბალიშის ქვეშ შეტენილი ტირილები,ეს პალტოს საყელოში და შარფებში შეფუთული ტირილები,ეს მარტოკა ტირილები, მარტო ხეტიალების და მარტო ძილების ტირილები, ხან ბრაზდები, მერე ტირი. ისევ ბრაზდები, ისევ ტირი. ფიქრობ რომ ამბავი, რომელიც შენთვის დაიწერა, ასე დაიწერა.არ შეგიყვარონ - და ისე ეჩვევი.უკვე ბუნებრივი გეჩვენება, და უკვე ირჩევ კიდეც, იმ ამბებს ირჩევ. რომელშიც არ შეგიყვარებენ......."