Мы используем cookie-файлы, чтобы улучшить сервисы для вас. Если ваш возраст менее 13 лет, настроить cookie-файлы должен ваш законный представитель. Больше информации
უწმინდესის და უნეტარესის, ილია მე-2-ის მამას საკმაოდ უცნაური სიზმარი ჰქონდა. ეს მოხდა ილია მე-2-ის ბავშვობაში. მის მამას ესიზმრა მეორედ მოსვლა. მსოფლიო ნადგურდებოდა და ირგვლივ სრული ქაოსი იყო. ილია მე-2 მამასთან ერთად იდგა თავის მშობლიურ სოფელში პატარა მთაზე ხალხის გარემოცვაში. გამოჩნდა მაცხოვარი. იესო ხალხს გამოეყო და პირდაპირ მამა-შვილისკენ გაემართა. ის მივიდა მათთან, ილიას შეხედა და უთხრა, რომ მას უნდა მოექცია ხალხი და სწორედ ის უნდა გაძღოლოდა ხალხს. ამ სიზმრის შემდეგ იმ ადგილას ააგეს პირველი და ერთადერთი მეორედ მოსვლის ნიშა მთელს ქრისტიანულ სამყაროში და ამბობენ, რომ მეორედმოსვლისას ქრისტიანი მართლმადიდებელი ქართველები ილია მე-2-ის წინამძღოლობით სწორედ ამ მთაზე შეიკრიბებიან. ქრისტე სწორედ აქ, საქართველოში, სტეფანწმინდის (ყოფილი ყაზბეგის) რაიონის სოფელ აჩხოტში მოვა. ამ სიზმრიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეორედ მოსვლა ილია მე-2-ის სიცოცხლეში მოხდება. უწმინდესი და უნეტარესი თავადაც ხშირად იმეორებსხოლმე რომ "ახლოა ჟამი".
Показать еще
Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы посмотреть больше интересных видео и найти новых друзей.